საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტერმინოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა TSS 2024, 1-5 JULY

მიმდინარე წლის 1-5 ივლისს, თბილისში ჩატარდება ტერმინოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა  International Terminology Summer School (TSS) 2024. საზაფხულო სკოლის პროგრამას წარუძღვებიან ტერმინოლოგიის გამორჩეული ექსპერტები, პროფესორები და პრაქტიკოსები საერთაშორისო გამოცდილებით. სალექციო და სადისკუსიო თემებს შორის არის:

 

  • ტერმინოლოგია, როგორც მეცნიერება
  • ტერმინოლოგია, თარგმანი და ტექნოლოგიები
  • ტერმინოლოგიის საკითხების მართვა და ხარისხის უზრუნველყოფა
  • ტერმინოლოგიის პროექტების პრეზენტაციები

 

მომხსენებლებსა და ტრენერებს შორის არიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. ასევე,  პრაქტიკოსები ევროპარლამენტიდან, ექსპერტები IATE პროექტიდან. საზაფხულო პროგრამის ტრენერებს შორის არიან შემდეგი უცხოური უნივერსიტეტების პროფესორები: ბუდაპეშტის ტექნოლოგიებისა და ბიზნესის უნივერსიტეტი, პადუას უნივერსიტეტი (იტალია), ბარსელონას ავრონომიური უნივერსიტეტი, დოკუზ ეილულის უნივერსიტეტი და სხვა. ასევე, ტრენერებს შორის არიან იმ კერძო, ევროპული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს და თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ ოპერირების დროს.

 

TSS 2024 პროგრამა მონაწილეებს საშუალებას მისცემს, მიმოიხილონ ტერმინოლოგიის მართვის თანამედროვე  მეთოდები, მიდგომები და ხელსაწყოები.  ღონისძიების სრული დღის წესრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე.

 

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში.

 

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shop.termnet.eu

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტუდენტებისთვის: წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში, მოქმედებს 20%  ფასდაკლება სარეგისტრაციო გადასახადზე. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის გადასახადის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე .

 

გთხოვთ, მხედველობაში იქონიოთ, რომ წინასწარი რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 2024 წლის 31 მარტამდე.

თარიღი: 26/03/2024